დონალდ ტრამპი ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე შეთანხმების მიღწევას არ გამორიცხავს
დონალდ ტრამპი ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე შეთანხმების მიღწევას არ გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე შეთანხმების მიღწევას არ გამორიცხავს. პრეზიდენტი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს შეხვდება, სადაც მხარეები სწორედ სავაჭრო შეთანხმებაზე იმსჯელებენ.

არგენტინის დედაქალაქში დაგეგმილი სამიტი 30 ნოემბერს გაიხსნება.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ომი 2018 წლის 6 ივლისის შემდგომ დაიწყო, როდესაც აშშ-მა ქვეყანაში იმპორტირებულ ჩინურ პროდუქციას 25%-იანი ტარიფი დაუწესა. საპასუხო ზომად პეკინმა სხვადასხვა სახეობის ამერიკული პროდუქცია ასევე 25%-ით დაბეგრა. ტარიფების ომი სექტემბერში გაგრძელდა, როდესაც ვაშინგტონმა 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ საქონელს 10%-ის ოდენობით ტარიფი დაუწესა და კიდევ 250 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციაზე ბეგარის დაწესებით დაემუქრა.