დონალდ ტრამპი - ჩინეთის პრეზიდენტი მკვლელია, პეკინმა კორონავირუსის წარმოშობისთვის რეპარაციები უნდა გადაიხადოს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი „მკვლელია“ და პეკინმა „კოვიდ-19“-ის წარმოშობისთვის რეპარაციები უნდა გადაიხადოს.
„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ტრამპმა „კოვიდ-19“-ისგან მსოფლიოსთვის მიყენებული ზარალი 60 ტრილიონ დოლარად შეაფასა.
„მათ უნდა გადაიხადონ რეპარაციები, მაგრამ ჩინეთს არ აქვს ფული ამ რეპარაციებისთვის. მე მჯერა და ეს ეხება არა მხოლოდ შეერთებულ შტატებს, არამედ მთელ მსოფლიოს, რომ ზარალი 60 ტრილიონი დოლარია. ჩინეთს არ აქვს 60 ტრილიონი, მაგრამ რაღაც უნდა გააკეთოს ზარალის გამოსასწორებლად“, – აღნიშნა ტრამპმა.