დონალდ ტრამპი - ჩინეთი მოლაპარაკებას ჯო ბაიდენთან ან რომელიმე სუსტ დემოკრატთან იმედოვნებს, რათა ამერიკის ძარცვა გაგრძელდეს, თუმცა ეს არ მოხდება
დონალდ ტრამპი - ჩინეთი მოლაპარაკებას ჯო ბაიდენთან ან რომელიმე სუსტ დემოკრატთან იმედოვნებს, რათა ამერიკის ძარცვა გაგრძელდეს, თუმცა ეს არ მოხდება

ჩინეთი სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებას ჯო ბაიდენთან ან რომელიმე სუსტ დემოკრატთან იმედოვნებს, ამით აშშ-ის ძარცვა გაგრძელდება, თუმცა ეს არ მოხდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელ „თვითერ“-ში დაწერა. დონალდ ტრამპის თქმით, ზარალი ყოველწლიურად 500 მილიარდი დოლარია.

„ჩინეთის უკან დახევის და სავაჭრო გარიგებაზე მოლაპარაკების მცდელობის მიზეზი არის გულწრფელი იმედი, რომ ისინი შეძლებენ მოლაპარაკებას ჯო ბაიდენთან ან რომელიმე სუსტ დემოკრატთან, ამით მომდევნო წლებში აშშ-ის ძარცვა გაგრძელდება, თუმცა ეს არ მოხდება. ჩინეთმა გვაცნობა, რომ ჩამოვიდნენ შეთანხმების მისაღწევად. ვნახოთ რა იქნება, მაგრამ მე ბედნიერი ვარ, რომ ტარიფები აშშ-ის სალაროებს ყოველწლიურად 100 მილიარდით ავსებს. დიდებულია აშშ-ისთვის, ცუდია ჩინეთისთვის!“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო საკითხებზე უთანხმოებაა. დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ვაშინგტონს პეკინთან ვაჭრობაში მასშტაბური დეფიციტი აქვს.

ჩინეთის დელეგაცია ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით აშშ-ში ვიზიტს გეგმავს. მხარეები ახალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებას შეეცდებიან