დონალდ ტრამპი - ჩინეთი განზრახ თუ მალავდა ინფორმაციას კორონავირუსზე, მაშინ ამას შედეგი უნდა მოჰყვეს
დონალდ ტრამპი - ჩინეთი განზრახ თუ მალავდა ინფორმაციას კორონავირუსზე, მაშინ ამას შედეგი უნდა მოჰყვეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ჩინეთი განზრახ თუ მალავდა ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ, მაშინ ამას შედეგი უნდა მოჰყვეს.

ეს განცხადება დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ეს თუ იყო შეცდომა, კი, ბატონო, შეცდომა შეცდომაა, მაგრამ თუ ისინი განზრახ მალავდნენ ინფორმაციას, მაშინ ამას შედეგი უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.