დონალდ ტრამპი – ჩემს ადმინისტრაციას ვავალებ, რომ აშშ-ის ყველა ავიაკომპანიას ლიბანში პირდაპირი ფრენების უფლება მისცეს, რათა ამერიკელებმა მარტივად შეძლონ ამ ულამაზესი მიწის მონახულება

00:16, 22.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყველა ამერიკულ ავიაკომპანიას ლიბანში პირდაპირი ფრენების უფლება მიეცემა.

„ლიბანის პრეზიდენტმა, ჯოზეფ აუნთმა თავისი ქვეყნის ტრანსფორმაციისთვის შესანიშნავი სამუშაო გასწია. მე ჩემს ადმინისტრაციას ვავალებ, რომ აშშ-ის ყველა ავიაკომპანიას ლიბანში პირდაპირი ფრენების უფლება მისცეს, რათა ამერიკელებმა მარტივად შეძლონ ამ ულამაზესი მიწის მონახულება. იმედია, ამავეს სხვა ქვეყნებიც გააკეთებენ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ლიბანის პრეზიდენტი ჯოზეფ აუნთი ერთმანეთს დღეს თეთრ სახლში შეხვდნენ.

მსგავსი