დონალდ ტრამპი - ჩემი პრიორიტეტია კონფლიქტების დასრულება, თუმცა არასდროს ვიყოყმანებ, საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენო ამერიკული ძალა აშშ-ის ან ჩვენი პარტნიორების დასაცავად
ჩემი, როგორც პრეზიდენტის პრიორიტეტია კონფლიქტების დასრულება და არა მათი დაწყება, თუმცა არასდროს ვიყოყმანებ, საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენო ამერიკული ძალა აშშ-ის ან ჩვენი პარტნიორების დასაცავად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კატარში, ალ-უდიდს სამხედრო ბაზაზე ამერიკელი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან კატარს აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი პარტნიორი უწოდა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში არავის აქვს აშშ-ზე უკეთესი სამხედრო შეიარაღება და აღჭურვილობა.
„როდესაც ჩვენ გვემუქრებიან, ამერიკის შეიარაღებული ძალები უპასუხებენ ჩვენს მტრებს ყოველგვარი დაფიქრების გარეშე. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი და გამანადგურებელი ძალა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.