დონალდ ტრამპი - ჩემი არჩევის დღიდან ამერიკაში 2,4 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა
დონალდ ტრამპი - ჩემი არჩევის დღიდან ამერიკაში 2,4 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მისი პრეზიდენტად არჩევის დღიდან ამერიკაში 2,4 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ამის შესახებ მან კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„არჩევნების შემდეგ ჩვენ შევქმენით 2,4 მილიონი სამუშაო ადგილი, მათ შორის 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილი წარმოებაში. ბოლო წლების სტაგნაციის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვხედავთ ხელფასების მატებას. უმუშევრობის დონე ბოლო 45 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია“, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, საგადასახადო რეფორმის გატარება მნიშვნელოვნად დაეხმარა რიგით ამერიკელებს, განსაკუთრებით კი საშუალო კლასსა და მცირე ბიზნესს.

„ტიპური ოჯახი, რომელიც ოთხი წევრისგან შეგდება და რომელთა წლიური შემოსავალი 75 ათასი დოლარია, წელს იგრძნობს, რომ მათი გადასახადები 2 ათასი დოლარით შემცირდება“, -განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.