დონალდ ტრამპი - ჩემ წინააღმდეგ ბრალის წაყენებაზე წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომისიის რეკომენდაცია მაძლიერებს და ხალხს ჩემ ირგვლივ კრებს
დონალდ ტრამპი - ჩემ წინააღმდეგ ბრალის წაყენებაზე წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომისიის რეკომენდაცია მაძლიერებს და ხალხს ჩემ ირგვლივ კრებს

დონალდ ტრამპის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატის საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ ბრალის წაყენების რეკომენდაციასთან დაკავშირებით, აძლიერებს და ხალხს მის ირგვლივ კრებს.

„ეს ხალხი ვერ ხვდება, რომ როდესაც მდევნიან, თავისუფლების მოყვარული ხალხი ჩემ გარშემო იკრიბება. ეს მაძლიერებს. რაც არ მკლავს, მაძლიერებს“, – თქვა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპი, რომელმაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გასულ თვეში გამოთქვა, აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილება მისი კამპანიის წინააღმდეგ არის მიმართული. ამბოხების ბრალდებამ შესაძლოა ტრამპს არჩეულ თანამდებობაზე კვლავ კენჭისყრა აუკრძალოს.

„ხალხს ესმის, რომ გამოძიების დემოკრატიული ბიურო ცდილობს, ხელი შემიშალოს პრეზიდენტობის კანდიდატობაში, რადგან მათ იციან, რომ გავიმარჯვებ და რომ ჩემი დევნის მთელი საქმე იმპიჩმენტის მსგავსია – ჩემი და „რესპუბლიკური პარტიის“ გვერდის ავლის პარტიული მცდელობა“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.