დონალდ ტრამპი - ბუნკერში ინსპექტირების მიზნით ვიმყოფებოდი
დონალდ ტრამპი - ბუნკერში ინსპექტირების მიზნით ვიმყოფებოდი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის ბუნკერში არა საპროტესტო აქციების გამო, არამედ ინსპექტირების მიზნით იმყოფებოდა და იქ ძალიან ცოტა ხანს დარჩა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„მე არ ვიყავი ქვემოთ. მე იქ ჩავედი დღის განმავლობაში, სანამ აქციები დაიწყებოდა და ძალიან ცოტა დრო დავყავი იქ. უფრო ინსპექტირების მიზნით“, – განცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის ბუნკერში მანამდე სულ ორჯერ ან სამჯერ იმყოფებოდა.

სიენენის“ მტკიცებით, ჟურნალისტებს აქვთ ინფორმაცია, რომ ტრამპი თეთრ სახლთან გამართული აქციების დროს გარკვეული დროით ბუნკერში ჩაიყვანეს, მასთან ერთად იმყოფებოდა მელანია ტრამპი და მათი შვილი ბარონი.