დონალდ ტრამპი ბორის ჯონსონს ტელეფონით ესაუბრა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა

23:10, 27.03.2020

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს დაურეკა. „ბიბისის“ ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ბორის ჯონსონს ახლო მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში „კოვიდ 19“- ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის თანამშრომლობას გააგრძელებენ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა.

მსგავსი