დონალდ ტრამპი – ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანთან ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა და შესაძლებელია, შეთანხმებას მივაღწიოთ, დაგვთანხმდნენ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება

01:48, 07.05.2026

ბოლო 24 საათის განმავლობაში ძალიან კარგი მოლაპარაკებები გვქონდა და შესაძლებელია, შეთანხმებას მივაღწიოთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ჩვენ კარგ ფორმაში ვართ. ახლა უნდა მივიღოთ ის, რაც უნდა მივიღოთ. თუ ამას ვერ მივაღწიეთ, დიდ ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევს, თუმცა მათ შეთანხმების დადება სურთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-მა ირანს 30-დღიანი ვადა მისცა, როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, შეთანხმების მისაღწევად კონკრეტული საბოლოო ვადა არ არსებობს.

„ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება, ამაზე და სხვა საკითხებზეც დაგვთანხმდნენ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ირანი გამდიდრებულ ურანს შეერთებულ შტატებს გადასცემს. გავრცელებული ინფორმაციით, თეირანი 400 კილოგრამზე მეტ გამდიდრებულ ურანს ფლობს.

მსგავსი