დონალდ ტრამპი - ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ განცხადებებთან ირანი ფრთხილად უნდა იყოს
დონალდ ტრამპი - ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ განცხადებებთან ირანი ფრთხილად უნდა იყოს

ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ განცხადებებთან ირანი ფრთხილად უნდა იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, მისი წინამორბედის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის დროს გაფორმებული ბირთვული შეთანხმება „უკიდურესად უგუნურია“, რომელმაც ირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა მისცა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება.

დონალდ ტრამპმა აღნიშნული განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანში განაცხადეს, რომ ურანის გამდიდრებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას აპირებენ.

ირანის ბირთვულ პროგრამას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეოც გამოეხმაურა და თქვა, რომ პროგრამის გაფართოება თეირანის მეტ იზოლაციას და დამატებით სანქციებს გამოიწვევს.