დონალდ ტრამპი - ბევრი ქვეყანა ევროპაში ყიდულობს ნავთობს და გაზს რუსეთისგან, უნგრეთი განსხვავებულ პოზიციაშია, არ აქვს ზღვა, პორტები და ძალიან რთულია ნავთობისა და გაზის სხვა მხრიდან მიღება
დონალდ ტრამპი - ბევრი ქვეყანა ევროპაში ყიდულობს ნავთობს და გაზს რუსეთისგან, უნგრეთი განსხვავებულ პოზიციაშია, არ აქვს ზღვა, პორტები და ძალიან რთულია ნავთობისა და გაზის სხვა მხრიდან მიღება

ევროპაში ბევრი ქვეყანაა, რომელიც ბევრ ნავთობს და გაზს ყიდულობს რუსეთისგან. ჩვენ მათ ვეხმარებით, ისინი კი ნავთობს და გაზს რუსეთისგან ყიდულობენ. უნგრეთი განსხვავებულ პოზიციაშია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. 

მისივე თქმით, უნგრეთისთვის ძალიან რთულია ნავთობისა და გაზის სხვა მხრიდან მიღება, რადგან მას არ აქვს ზღვა და პორტები.

„ძალიან რთულია მისთვის ნავთობისა და გაზის სხვა მხრიდან მიღება. მათ არ აქვთ პორტის ფლობის უპირატესობა. უნგრეთი დიდებული ქვეყანაა, მაგრამ არ აქვს ზღვა და პორტები. ვუყურებთ, რა ხდება ევროპაში. ბევრი ქვეყანაა, რომლებიც ძალიან ბევრ ნავთობს და გაზს ყიდულობენ რუსეთისგან. ჩვენ მათ ვეხმარებით, ისინი კი ნავთობს და გაზს რუსეთისგან ყიდულობენ. უნგრეთი განსხვავებულ პოზიციაშია. ძალიან ბევრი ქვეყანა ევროპაში ყიდულობს ნავთობს და გაზს რუსეთისგან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამასთან, ვიქტორ ორბანის თქმით, ტრამპთან ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იქნება, რა შედეგები მოჰყვება უნგრეთის მოსახლეობისთვის რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვის აკრძალვას.

„ერთ-ერთი საკითხი ეს იქნება, რომ ნათლად ავხსნათ, რა შედეგები მოჰყვება უნგრეთის მოსახლეობისთვის, უნგრეთის ეკონომიკისთვის რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვის აკრძალვას, რადგან ჩვენ ვმარაგდებით მილსადენებით. მილსადენები არ არის იდეოლოგიური ან პოლიტიკური საკითხი, ეს ფიზიკური რეალობაა. ჩვენ არ გვაქვს პორტები და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.