დონალდ ტრამპი – ბენიამინ ნეთანიაჰუს ვესაუბრე სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ვაჭრობაზე, ირანზე, ჩვენ ყველა საკითხთან დაკავშირებით ერთ მხარეს ვართ

00:47, 23.04.2025

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ნაყოფიერი სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

ამის შესახებ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, თვითონ და ნეთანიაჰუ განხილულ ყველა საკითხში ერთ მხარეს არიან.

„ახლახან ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ვაჭრობაზე, ირანზე და ა.შ. საუბარი ძალიან კარგად წარიმართა. ჩვენ ყველა საკითხთან დაკავშირებით ერთ მხარეს ვდგავართ“, – წერს ტრამპი.

 

მსგავსი