დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს და მის ოპონენტს, ბენი განცს შეხვდება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 27 იანვარს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მის ოპონენტს, ბენი განცს შეხვდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯერ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან გამართავს შეხვედრას, შემდეგ კი განცს შეხვდება.
რამდენიმე დღის წინ ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმაც დაადასტურა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი თეთრ სახლში იყო მიწვეული. პენსის თქმით, შეხვედრაზე რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე იქნება საუბარი, მხარეები რეგიონში მშვიდობის მიღწევის გეგმაზე იმსჯელებენ.