დონალდ ტრამპი - ბაიდენს ორი წინადადების გადაბმა არ შეუძლია, მას მიაგორებენ სცენასთან, ადის და იმეორებს იმას, რაც უკვე ნათქვამი აქვს
დონალდ ტრამპი - ბაიდენს ორი წინადადების გადაბმა არ შეუძლია, მას მიაგორებენ სცენასთან, ადის და იმეორებს იმას, რაც უკვე ნათქვამი აქვს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქსნიუსთან“ ინტერვიუში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მთავარ კონკურენტზე, ჯო ბაიდენზე ისაუბრა.

„ბაიდენს სურს, რომ მოვიდეს, ქვეყანა გაგვიფუჭოს და გადასახადები გაასამმაგოს. ის ამ ქვეყანას გაანადგურებს, მაგრამ ეს არა მისი, არამედ რადიკალი მემარცხენეების დამსახურება იქნება. გვექნება იგივე იდეოლოგია, როგორიც ვენესუელაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყანაში, სადაც ახლა არც წყალი, არც საჭმელი და არც წამლები აქვთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ბაიდენს პრეზიდენტობისთვის საჭირო კომპეტენცია არ გააჩნია.

„ბაიდენს ორი წინადადების გადაბმა არ შეუძლია. ისინი მას მიაგორებენ სცენასთან, ის ადის და იმეორებს იმას, რაც უკვე ნათქვამი აქვს, უსვამენ კითხვებს და ის სუფლიორის მეშვეობით კითხულობს ტექსტებს. გინდათ, მითხრათ, რომ ამერიკელ ხალხს ახლა ეს უნდა, როდესაც სხვა ქვეყნები ჩვენზე გავლენის მოხდენას ცდილობენ? იმისთვის, რომ იყო პრეზიდენტი, უნდა გქონდეს მახვილი გონება და იყო ხისტი. ის თავისი სარდაფიდანაც კი არ გამოდის. დასვით ჯო ბაიდენი ასეთ ინტერვიუზე. ის მიწაზე დაეცემა ტირილით და იტყვის: დედიკო, დედიკო, გთხოვ, წამიყვანე სახლში“, – განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა „ფოქსნიუსთან“.