მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბაიდენს აშშ მსოფლიო ომისკენ მიჰყავს
მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბაიდენს აშშ მსოფლიო ომისკენ მიჰყავს

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენს აშშ მსოფლიო ომისკენ მიჰყავს. როგორც მედია იტყობინება, ამის შესახებ ტრამპმა „ნიუსმაქსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპის თქმით, არავინ ფიქრობდა, რომ ქვეყანაში შესაძლებელი იყო, ცუდი მოვლენები ასე სწრაფად განვითარებულიყო. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაში ხელს ვერაფერი შეუშლის.

„ჩვენ კვლავ უნდა გავხადოთ ჩვენი ქვეყანა დიდებული. ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთში წავიდა და ძალიან სწრაფად წავიდა ცუდად. არავის ეგონა, რომ შეიძლებოდა, ასე სწრაფად წასულიყო. უნდა ვთქვა, რომ მიყვარს ჩვენი ქვეყანა. მე გავაკეთებ იმას, რაც სწორია ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყანა ასეთი არასდროს ყოფილა. ჩვენ სერიოზულ საფრთხეში ვართ იმის გამო, რაც ხდება უკრაინასა და რუსეთთან. შეიძლება, დასრულდეს მსოფლიო ომით, როგორც ისინი ამას აკეთებენ. სიგიჟეა რასაც აკეთებენ“, – განაცხადა ტრამპმა.