დონალდ ტრამპი - ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცუდ პრეზიდენტად ჩაიწერება, კამალა, ჩვენი საშინელი და არაკომპეტენტური საზღვრის მეფე კი უარესი იქნება
დონალდ ტრამპი - ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცუდ პრეზიდენტად ჩაიწერება, კამალა, ჩვენი საშინელი და არაკომპეტენტური საზღვრის მეფე კი უარესი იქნება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ჯო ბაიდენის მიერ მხარდაჭერილ მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს აკრიტიკებს.

ტრამპის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ჰარისი ბაიდენზე უარესი პრეზიდენტი იქნება.

„ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცუდ პრეზიდენტად ჩაიწერება. კამალა, ჩვენი საშინელი და არაკომპეტენტური საზღვრის მეფე კი უარესი იქნება“, – წერს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავის კანდიდატურას ხსნის და დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს უჭერს მხარს.