დონალდ ტრამპი - ავღანეთში ომი რომ მდომებოდა, ერთ კვირაში მოვიგებდი, უბრალოდ არ მინდა 10 მილიონი ადამიანის მოკვლა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ავღანეთში ომის მოგება ერთ კვირაში შეუძლია, თუმცა არ სურს 10 მილიონი ადამიანის მოკვლა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პაკისტანის პრემიერ-მინისტრ იმრან ხანთან შეხვედრისას განაცხადა.
„მე რომ ავღანეთში ომი და მისი მოგება მდომებოდა, ამ ომს ერთ კვირაში მოვიგებდი. მე უბრალოდ არ მინდა 10 მილიონი ადამიანის მოკვლა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში ავღანეთი მთლიანად განადგურდებოდა.
„მე მქონდა ავღანეთთან დაკავშირებული გეგმები, რომ თუ მე ამ ომის მოგებას მოვისურვებდი, ავღანეთი დედამიწის პირიდან წაიშლებოდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა და აღნიშნა, რომ მან ამ გზით წასვლა არ არჩია.
„ჩვენ ახლა პოლიციელები ვართ და არ უნდა ვიყოთ პოლიციელები. ჩვენ ავღანეთში 19 წელია, ვართ. ეს სასაცილოა. ვფიქრობ, პაკისტანი გვეხმარება ჩვენ, რადგან ჩვენ არ გვინდა, დავრჩეთ პოლიციელებად“, – განაცხადა ტრამპმა.