დონალდ ტრამპი - აშშ უმისამართოდ ყრის ბომბებს მთელ ახლო აღმოსავლეთში, ამ ოპერაციას აშშ-ის თავდაცვის მდივანი საავადმყოფოს პალატიდან ხელმძღვანელობს
დონალდ ტრამპი - აშშ უმისამართოდ ყრის ბომბებს მთელ ახლო აღმოსავლეთში, ამ ოპერაციას აშშ-ის თავდაცვის მდივანი საავადმყოფოს პალატიდან ხელმძღვანელობს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იემენზე მიტანილი იერიშების გამო ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს.

„აშშ უმისამართოდ ყრის ბომბებს მთელ ახლო აღმოსავლეთში და ამ ოპერაციას აშშ-ის თავდაცვის მდივანი საავადმყოფოს პალატიდან ხელმძღვანელობს”, – წერს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „თრუსში.“

ამავე განცხადებაში ტრამპი ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს „ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის ქაოსური პროცესისა და აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე მიგრაციული კრიზისის შექმნის გამო“.

ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი პირველ იანვარს გადაიყვანეს საავადმყოფოში პროსტატის სიმსივნესთან დაკავშირებული პრობლემების გამო. პენტაგონმა ოსტინის ჰოსპიტალიზაციის შესახებ თეთრ სახლს დროულად არ შეატყობინა, რამაც ბაიდენის ადმინისტრაციის ოპონენტების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.