დონალდ ტრამპი - აშშ-ში წამლები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფარმაცევტული კომპანიებისა და კერძო სამედიცინო სადაზღვევო კომპანიების მფლობელები გააკრიტიკა. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში წამალი და სამედიცინო მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მისივე თქმით, არც ერთ სფეროში იმდენი თანხა ლობისტებზე არ იხარჯება, რამდენსაც ფარმაცევტული კომპანიები ხარჯავენ.
„ფარმაცევტული ლობი წარმატებას აღწევს ამერიკელი ხალხის ხარჯზე. შარშან ფარმაცევტულმა კომპანიებმა ლობისტებს 280 მილიონი დოლარი გადაუხადეს. სადაზღვევო კომპანიებმა კი იგივე ოდენობის თანხა გადაიხადეს იმ მიზნით, რომ მათ პროდუქტზე ფასები ხელოვნურად გაზრდილიყო. ჩემი მიზანია, სამედიცინო მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.