დონალდ ტრამპი აშშ-ში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს „დიდ წარმატებად“ მიიჩნევს
დონალდ ტრამპი აშშ-ში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს „დიდ წარმატებად“ მიიჩნევს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ქვეყანაში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს „დიდ წარმატებად“ მიიჩნევს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიკრობლოგ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა და მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

მანამდე თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებით კმაყოფილია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შუალედური არჩევნების შედეგად, რესპუბლიკური პარტია სენატში ლიდერობს, წარმომადგენელთა პალატაში კი უმრავლესობა დაკარგა.