დონალდ ტრამპი – აშშ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩინეთს უსწრებს და ლიდერობას არ დათმობს, ამ სფეროში მათთან თანამშრომლობის გაღრმავებას არ ვგეგმავთ

20:44, 26.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ხელოვნური ინტელექტის სფეროში ლიდერობას არ დათმობს.

მისი შეფასებით, ვაშინგტონი პეკინს, სულ მცირე, ერთი, შესაძლოა, წელიწადნახევრითაც უსწრებს და ამ ეტაპზე ჩინეთთან ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას არ გეგმავს.

ტრამპის განცხადებით, ტერმინ „ხელოვნური ინტელექტის“ ნაცვლად ტერმინ „სუპერინტელექტს“   იყენებს, რადგან, მისი თქმით, ეს სახელწოდება უფრო ზუსტია.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ტერმინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსაც მოეწონა.

„ჩვენ საუბარი გვქონდა სუპერინტელექტზე და მასაც მოეწონა იდეა, სახელი შეცვალოს სუპერინტელექტად, რადგან ეს გაცილებით უფრო ზუსტია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრისას ტაივანის საკითხზე დიდხანს არ უსაუბრიათ.

„დიახ, ეს განვიხილეთ, თუმცა დიდი დრო არ დაგვითმია“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ სი ძინპინს „კარგად ესმის მისი პოზიცია“ ამ საკითხზე.

მსგავსი