დონალდ ტრამპი აშშ-ის ჯარების უკრაინაში განლაგებას გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინას საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს
დონალდ ტრამპი აშშ-ის ჯარების უკრაინაში განლაგებას გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში აშშ-მა, შესაძლოა, უკრაინას საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აშშ-ის ჯარების უკრაინაში განლაგებას გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინას საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს.

„საქმე როდესაც უსაფრთხოებას ეხება, ევროპელები მზად არიან, ადგილზე ხალხი გაგზავნონ. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მათ სხვადასხვა რამით, განსაკუთრებით, ალბათ საჰაერო მხარდაჭერით“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა დაადასტურა, რომ აშშ-ის მხრიდან საჰაერო მხარდაჭერა „ვარიანტი და შესაძლებლობაა“, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.