დონალდ ტრამპი - აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთის ტერიტორიასთან ახლოს არიან განთავსებული
დონალდ ტრამპი - აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთის ტერიტორიასთან ახლოს არიან განთავსებული

აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთის ტერიტორიასთან ახლოს არიან განთავსებული.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

„მე უკვე გავაკეთე განცხადება და პასუხი არის ის, რომ ისინი განთავსებული არიან იმ რეგიონში, სადაც უნდა იყვნენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა გასცა განკარგულება ბირთვული წყალქვეშა ნავების გადაადგილების შესახებ. მისი თქმით, ბირთვული წყალქვეშა ნავების გადაადგილების შესახებ გადაწყვეტილება ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.