დონალდ ტრამპი - აშშ-ი ბევრს სწავლობს რუსეთში ბირთვული რაკეტის გამოცდის დროს მომხდარი აფეთქების შემდეგ
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ი ბევრს სწავლობს რუსეთის არხანგელსკის ოლქში ბირთვული რაკეტის გამოცდის დროს მომხდარი აფეთქების შემდეგ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. როგორც ტრამპმა აღნიშნა, მომხდარმა შემთხვევამ მოსახლეობა ჰაერის ხარისხის გამო შეაშფოთა.
„აშშ-ი ბევრს სწავლობს რუსეთში რაკეტის წარუმატებელი აფეთქების შემდეგ. ჩვენ გვაქვს მსგავსი, თუმცა ბევრად განვითარებული ტექნოლოგიები. რუსული „სკაიფოლის“ აფეთქებამ ადამიანები შეაშფოთა ობიექტის რაიონში და მის ფარგლებს გარეთ ჰაერის ხარისხის გამო. ეს არ არიშ კარგი!“, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
8 აგვისტოს რუსეთის არხანგელსკის ოლქში, სევეროდვინსკთან მდებარე სამხედრო პოლიგონზე ბირთვული რაკეტის გამოცდის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულები რუსეთის ფედერალური ბირთვული ცენტრის – ექსპერიმენტალური ფიზიკის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები იყვნენ.