დონალდ ტრამპი – აშშ „ჰამასთან“ ღაზაში დაკავებული მძევლების გასათავისუფლებლად ძალიან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს

01:40, 06.09.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ „ჰამასთან“ ღაზაში დაკავებული მძევლების გასათავისუფლებლად ძალიან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმებას თუ ვერ მიაღწევენ, ეს „ძალიან რთულ სიტუაციას გამოიწვევს“.

„ეს საშინელება იქნება – ეს ჩემი აზრია, ისრაელის არჩევანია, მაგრამ ეს ჩემი აზრია. „ჰამასმა“ ახლავე უნდა გაათავისუფლოს ისინი“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა მოთხოვნები აქვს „ჰამასს“, ტრამპმა თქვა, რომ „ჰამასი“ „ითხოვს ზოგიერთ კარგ რამეს“, თუმცა დასძინა, რომ „უნდა გვახსოვდეს 7 ოქტომბერი“.

„იცით, ხალხს ავიწყდება 7 ოქტომბერი – ამის დავიწყება ადვილი არ არის, არა? მაგრამ ხალხს ავიწყდება. ან, შესაძლოა, განზრახ ივიწყებს 7 ოქტომბერს. მე მძევლების ოჯახების წევრებს ვესაუბრე. მათ უბრალოდ ძალიან სურთ მძევლების დაბრუნება. ისრაელში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. „ჰამასმა“ ახლავე უნდა გაათავისუფლოს ისინი“, – აღნიშნა ტრამპმა.

მსგავსი