დონალდ ტრამპი - აშშ არ იქნება ახალი გლობალური მიგრაციული პაქტის მონაწილე
აშშ-ი აღიარებს ყველა ქვეყნის უფლებას, განახორციელონ საიმიგრაციო პოლიტიკა საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად და ასევე, ითხოვს, სხვა ქვეყნებისგან აღიარონ აშშ-ის უფლება, იგივე გააკეთოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ი არ იქნება გლობალური მიგრაციული პაქტის მონაწილე.
„ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომ არ იქნება აშშ-ის ახალი გლობალური მიგრაციული პაქტის მონაწილე. მიგრაციას არ უნდა მართავდეს საერთაშორისო ინსტიტუტი, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული ჩვენი მოქალაქეების წინაშე“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა მიგრაციის პრობლემის მოგვარების გზად მიგრანტების მშობლიური ქვეყნების განვითარება დაასახელა.