დონალდ ტრამპი - აშშ აგრძელებს მუშაობას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე, ჩვენ გვინდა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა, ამიტომ რაღაცას გავაკეთებთ
დონალდ ტრამპი - აშშ აგრძელებს მუშაობას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე, ჩვენ გვინდა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა, ამიტომ რაღაცას გავაკეთებთ

აშშ აგრძელებს მუშაობას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ჩვენ ამას მოვაგვარებთ. ჩვენ დავეხმარებით მათ. ჩვენ გვინდა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა, ამიტომ რაღაცას გავაკეთებთ. ვფიქრობ, ხალხი ელოდება, რომ მათ დავეხმარებით. ევროპა, რა თქმა უნდა, პირველი იქნება და მათ სურთ, რომ პირველები იყვნენ. მათ სურთ, რომ ეს დასრულდეს. ევროპას სურს, რომ ეს დასრულდეს და ეს დასრულდება. ყველაფერი უცებ დალაგდება. ნახავთ“, – განაცხადა ტრამპმა.