დონალდ ტრამპი - არჩევნები მე მოვიგე
დონალდ ტრამპი - არჩევნები მე მოვიგე

არჩევნები მე მოვიგე, – ამის შესახებ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერზე“ წერს.

ტრამპის ამ განცხადების ქვეშ, მიკრობლოგ „ტვიტერის“ ადმინისტრაცია წერს, რომ ოფიციალური წყაროებით, ეს არჩევნები განსხვავებულადაა შეფასებული.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა. არჩევნების ოფიციალური შედეგი ჯერ ცნობილი არ არის. მედიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატმა კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, რომელსაც ამ ეტაპზე ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა აქვს მოპოვებული, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 232 ხმა.