დონალდ ტრამპი არაბულ სახელმწიფოებს ღაზის სექტორიდან პალესტინელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდებს
დონალდ ტრამპი არაბულ სახელმწიფოებს ღაზის სექტორიდან პალესტინელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არაბულ სახელმწიფოებს ღაზის სექტორიდან პალესტინელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდებს. როგორც ტრამპმა განაცხადა, სურს ეგვიპტემ, იორდანიამ და სხვა არაბულმა სახელმწიფოებმა ღაზის სექტორიდან მეტი პალესტინელი ლტოლვილი მიიღონ.

მისივე თქმით, ეს წინადადება უკვე განიხილა იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან სატელეფონო საუბრისას, ხოლო 26 იანვარს გეგმავს ამ საკითხის განხილვას ეგვიპტის პრეზიდენტთან, აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან.

ამასთან, დონალდ ტრამპმა შეაქო იორდანიის მეფე იმის გამო, რომ მისმა ქვეყანამ უკვე მიიღო ბევრი პალესტინელი ლტოლვილი.

„რაღაც უნდა მოხდეს, რაღაც უნდა შეიცვალოს, ღაზა, ფაქტობრივად, განადგურების ადგილია, თითქმის ყველაფერი განადგურებულია და ხალხი იხოცება“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ამ სიტუაციაში ურჩევნია, ითანამშრომლოს ზოგიერთ არაბულ ქვეყანასთან, რათა ააშენოს საცხოვრებელი სახლები პალესტინელი ლტოლვილებისთვის ღაზის სექტორის გარეთ, „სადაც ისინი მშვიდობიანად იცხოვრებენ“.