დონალდ ტრამპი - არ ვარ ბუღალტერი ჩინეთიდან, არ ვიცი, შეამცირა თუ არა ჩინეთმა კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შესახებ ციფრები
დონალდ ტრამპი - არ ვარ ბუღალტერი ჩინეთიდან, არ ვიცი, შეამცირა თუ არა ჩინეთმა კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შესახებ ციფრები

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან არ იცის, შეამცირა თუ არა ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შესახებ ციფრები.

„მე არ ვარ ბუღალტერი ჩინეთიდან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა, როდესაც მას ჩინეთის მონაცემებთან დაკავშირებით ჰკითხეს. თუმცა, აღნიშნავს, რომ ჩინეთის მონაცემები უფრო მსუბუქი აღმოჩნდა, ვიდრე ამის შესახებ ანგარიშებშია მოხსენებული ან რისი მოწმეც თავად გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც რამდენიმე საათით ადრე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია აშშ-ის დაზვერვის მიერ შედგენილ, გასაიდუმლოებულ ანგარიშთან დაკავშირებით, სადაც ნახსენებია, რომ ჩინეთმა „კოვიდ 19“-ის ეპიდემიის მონაცემები გამიზნულად შეამცირა.

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების 82 361 შემთხვევაა რეგისტრირებული. ეს მაჩვენებელი კი გაცილებით ნაკლებია, აშშ-ში გამოვლენილ შემთხვევებზე, რაც ვაშინგტონს მონაცემების სისწორეში აეჭვებს.