დონალდ ტრამპი – არ მჯერა, რომ ჩინეთი და რუსეთი ირანს ეხმარებიან, ამის შესახებ აუცილებლად გვეცოდინებოდა, მათ ძალიან ბევრი რამ აქვთ დასაკარგი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ სჯერა, ჩინეთი და რუსეთი ირანს ეხმარებიან.
ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაეცნო კრიტიკოსებისა და ოპონენტების განცხადებებს, რომელთა მიხედვითაც, ჩინეთი და რუსეთი ირანს ეხმარებიან.
„თუკი ასეა, ეს ძალიან დაბალ დონეზე ხდება, თუმცა არ მჯერა, მსგავსი რამ საერთოდ ხდებოდეს. მათ ძალიან ბევრი რამ აქვთ დასაკარგი. ამის შესახებ აუცილებლად გვეცოდინებოდა, თანაც ძალიან სწრაფად“, – დაწერა ტრამპმა.