დონალდ ტრამპი - აპრილის ბოლოსთვის კორონავირუსის ვაქცინა ყველა ამერიკელისთვის იქნება ხელმისაწვდომი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აპრილის ბოლოს ყველა ამერიკელისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
„ყოველთვიურად ათასობით, მილიონობით დოზა იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აპრილის ბოლოსთვის ვაქცინა ყველა ამერიკელისთვის იქნება ხელმისაწვდომი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპის თქმით, დისტრიბუციას სპეციალური უწყებები ვაქცინის დადასტურებიდან 24 საათში დაიწყებენ.
მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ოქტომბრის ბოლოს დაამტკიცებენ.