დონალდ ტრამპი ამსტერდამში ნატო-ს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა
დონალდ ტრამპი ამსტერდამში ნატო-ს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამსტერდამში ჩავიდა, სადაც ნატო-ს სამიტს დაესწრება.

დონალდ ტრამპი სამიტზე ალიანსის 32 ლიდერს შეხვდება და ნიდერლანდების მეფის მიერ გამართულ ვახშამს დაესწრება.

აშშ-ის პრეზიდენტმა თვითმფრინავში ჟურნალისტებთანაც ისაუბრა და ისრაელს მადლობა გადაუხადა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისთვის.

ამასთან, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს ელოდება.

ცნობისთვის, ნიდერლანდები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს პირველად მასპინძლობს.