დონალდ ტრამპი - ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი სირიაში დარჩება
დონალდ ტრამპი - ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი სირიაში დარჩება

დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი სირიაში დარჩება. მისივე თქმით, ამერიკელი სამხედროების მცირე კონტიგენტი ისრაელისა და იორდანიის სიახლოვეს მდებარე ნავთობის საბადოებს დაიცავს.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სამხედროების სირიაში დატოვება აშშ-ს „ისრაელისა და იორდანიის ხელისუფლებამ სთხოვა და ისინი სირიის სხვა ნაწილში განლაგდებიან“.

ამასთან ერთად, ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „ამერიკელი სამხედროები „ორ დაპირისპირებულ ძალებს შორის არ უნდა მოექცნენ“.

„მე ამირჩიეს, რათა ჯარისკაცები სამშობლოში დავაბრუნო“ – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ტრამპი აცხადებდა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები სირიიდან გავლენ. ამ გადაწყვეტილების გამო აშშ-ის პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკეს და მათ შორის რესპუბლიკელმა სენატორებმაც.

„ბიბისის“ ცნობით, ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში 200 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. სპარსეთის ყურეში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ბოლო წლებში გაზარდეს და რეგიონში მაისიდან მოყოლებული 14 000 ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული.