დონალდ ტრამპი - ამერიკელები ბორის ჯონსონის გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობენ
დონალდ ტრამპი - ამერიკელები ბორის ჯონსონის გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

მისი თქმით, ძალიან დაამწუხრა პრემიერის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაყვანის ამბავმა.

„მინდა, საუკეთესო სურვილები გავუგზავნო ჩემს და ჩვენი ქვეყნის ძალიან კარგ მეგობარს, პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს. დამწუხრებული ვართ იმის შეტყობით, რომ ცოტა ხნის წინ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამერიკელები მისი გამოჯანმრთელებისთვის ლოცულობენ. ის მართლაც ძალიან გამორჩეულია, ძლიერი, მტკიცე, არ მიდის და არ ნებდება,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე.