დონალდ ტრამპი – ამაყად ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვკრძალავ ყალბი ამბების გამავრცელებული CNN-ის, MSNOW-ის და Politico-ს თეთრ სახლში შესვლას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ CNN-ის და Politico-ს წარმომადგენლების თეთრ სახლში დაშვებას კრძალავს.
„ამაყად ვაცხადებ, რომ დღეიდან, დაუყოვნებლივ ვკრძალავ ყალბი ამბების CNN-ის, MSNOW-ის (რომელმაც ცოტა ხნის წინ სახელი MSNBC-დან შეიცვალა, დაბალი რეიტინგისა და სანდოობის ნაკლებობის გამო!) და Politico-ს (რომელმაც აშშ-ის მთავრობისგან, კრიმინალი ჯო ბაიდენის დროს, მიიღო უკანონო და აბსურდული, ყველა დროის რეკორდული – 8 მილიონი დოლარის ღირებულების გამოწერა, მხოლოდ იმისთვის, რომ „ცოცხლები“ დარჩენილიყვნენ. ჩემი აზრით, ეს კორუფციას ჰგავს!) – თეთრ სახლში შესვლას, მათი მუდმივი ყალბი „რეპორტაჟების“ გამო!“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მედიასაშუალებებს არ უნდა შეეძლოთ მუდმივად სიცრუის გავრცელება, როცა საუბარია აშშ-ის პრეზიდენტზე, ტრამპის ადმინისტრაციასა თუ ზოგადად ქვეყანაზე.
დონალდ ტრამპის განმარტებით, ამ სიას სხვა „ყალბი ამბების“ გამავრცელებელი მედიასაშუალებებიც დაემატებიან.