დონალდ ტრამპი - ახლა პრეზიდენტი სხვა რომ ყოფილიყო, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ომი იქნებოდა
ახლა პრეზიდენტი სხვა რომ ყოფილიყო, აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ომი იქნებოდა, – ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ხალხი ვერ ხვდება, რომ თუ პრეზიდენტად სხვას აირჩევდნენ, სავარაუდოდ ახლა აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ომი იქნებოდა. როდესაც მე ამირჩიეს პრეზიდენტად, ჩვენ ამუნიციაც კი არ გვქონდა. პრეზიდენტმა ობამამ ამუნიცია არ დაგვიტოვა. მან ასევე არ დაგვიტოვა სამედიცინო საშუალებები და ხელოვნური სუნთქვის აპარატებიც.
ჩრდილოეთ კორეას რომ დავუბრუნდეთ, ახლა ჩვენ ძალიან კარგად მივდივართ. ვნახოთ, როგორ დამთავრდება ყველაფერი. კიმ ჩემ ინთან კარგი ურთიერთობა მაქვს. სულელი ხალხი მაბრალებს, რომ მე ბევრს ვთმობ. ეს არაა მართალი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.