დონალდ ტრამპი - ახლა გაერთიანების დროა, თუმცა გაერთიანება გაცილებით რთულია, როდესაც არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტები გვყავს
დონალდ ტრამპი - ახლა გაერთიანების დროა, თუმცა გაერთიანება გაცილებით რთულია, როდესაც არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტები გვყავს

აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ენბისის“ კორესპონდენტს პიტერ ალექსანდერს, არაკეთილსინდისიერი და საშინელი რეპორტიორი უწოდა.

ჟურნალისტმა პრეზიდენტს კითხვა იმ მედიკამენტთან დაკავშირებით დაუსვა, რომელზე კორონავირუსის დასამარცხებლად მუშაობენ და აღნიშნა, რომ ექიმი ფაუჩის განცხადებით, ამჟამად არ არსებობს ჯადოსნური მედიკამენტი კორონავირუსისთვის.

ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა დონალდ ტრამპს, ხომ არ მისცემდა ამერიკელ ხალხს მცდარ იმედს პრეზიდენტის იმპულსი, როდესაც პოზიტიურ ჭრილში განიხილავს მოვლენებს და ასევე რას ეტყოდა ის შეშინებულ ამერიკელებს, რომლებიც ახლა უყურებენ?

„ვეტყოდი, რომ საშინელი რეპორტიორი ხართ. ამას ვიტყოდი. ვფიქრობ, ძალიან ცუდი კითხვაა და ვფიქრობ, ძალიან ცუდი სიგნალს აწვდით ამერიკელ ხალხს. ამერიკელი ხალხი პასუხებს ეძებს, იმედს ეძებს და თქვენ სენსაციებს ქმნით. სენსაციების ნაცვლად რეპორტიორობას უნდა დაუბრუნდით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამ დისკუსიის შემდეგ, კოლეგას „სიენენის“ რეპორტიორი კეიტლინ კოლინსი გამოესარჩლა.

„ახლა, ამ პანდემიის დროს, როდესაც ქვეყანას უძღვებით. მართლა ფიქრობთ, პიტერზე თავდასხმა, არხზე თავდასხმა შესაფერისია, როდესაც ქვეყანა ასეთ პერიოდს გადის?- განაცხადა კეიტლინ კოლინსმა.

„ახლა გაერთიანების დროა, თუმცა გაერთიანება გაცილებით რთულია, როდესაც არაკეთილსინდისიერი ჟურნალისტების გვყავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა. თუმცა, როდესაც ხალხი არაკეთილსინდისიერია, ისინი ნამდვილად აყენებენ ზიანს ჩვენს ქვეყანას“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.