დონალდ ტრამპი – ახლა ჩვენ სრული და ტოტალური კონტროლი გვაქვს ირანის ცაზე, ვიცით, სად იმალება ე.წ. სულიერი ლიდერი, არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ახლა არა

20:33, 17.06.2025

ახლა ჩვენ სრული და ტოტალური კონტროლი გვაქვს ირანის ცაზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტრამპი წერს, ირანს კარგი საჰაერო სათვალთვალო რადარები და სხვა თავდაცვითი აღჭურვილობა ჰქონდა, თან – საკმაოდ ბევრიც, მაგრამ ეს ვერ შეედრება ამერიკაში დამზადებულ, ჩაფიქრებულ და წარმოებულ „ნივთებს“.

„ამას ვერავინ აკეთებს ისე კარგად, როგორც კარგი, ძველი ამერიკის შეერთებული შტატები“, – წერს ტრამპი.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, აშშ-ისთვის ცნობილია ირანის სულიერი ლიდერის ადგილმდებარეობა.

„ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. სულიერი ლიდერი. ის ადვილი სამიზნეა, მაგრამ იქ უსაფრთხოდ არის – ჩვენ არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ახლა არა, მაგრამ არ გვინდა, რომ რაკეტები მშვიდობიან მოსახლეობას ან ამერიკელ ჯარისკაცებს ესროლონ. ჩვენი მოთმინება იწურება“, – წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი კიდევ ერთ განცხადებაში წერს: „უსიტყვო კაპიტულაცია“.

მსგავსი