დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის პოსტზე ხუთი კანდიდატი ჰყავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელის პოსტისთვის ხუთი კანდიდატი ჰყავს.
მისი თქმით, ადგილი ვაკანტური ახალი წლიდან გახდება, მას შემდეგ, რაც თანამდებობას ჯონ კელი დატოვებს.
ჯონ კელი თეთრ სახლში შიდა უსაფრთხოებიდან გასული წლის ივლისში გადავიდა სამუშაოდ. ტრამპის ადმინისტრაციას ორი წლის განმავლობაში არაერთი მაღალჩინოსანი გამოეთიშა. მათ შორის რაიანს პრიბუსი, სტივ ბენონი, ჰერბერტ მაკმასტერი, ჯეფ სეშენსი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი.