დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ზომებს ჯერ კიდევ მაშინ მიმართა, როდესაც აშშ-ში კორონავირუსი არ იყო დაფიქსირებული
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ვიდეორგოლი წარუდგინა, რომელშიც აშშ-ის მიერ „კოვიდ-19“-ის პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებები იყო ასახული.
დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ იანვარში ჩინეთთან ავიამიმოსვლის შეჩერება სწორი გადაწყვეტილება იყო, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ტრამპის თქმით, მან ზომებს ჯერ კიდევ მაშინ მიმართა, როდესაც აშშ-ში „კოვიდ-19“-ის არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული. ტრამპის თქმით, მის ამ გადაწყვეტილებებს ოპონენტები და მედია აქტიურად აკრიტიკებდნენ.
„31 იანვარს „კოვიდ-19“ით აშშ-ში მსხვერპლი არ გვყავდა, მე კი ჩინეთთან ავიამიმოსვლა შევაჩერე. ამ გადაწყვეტილების გამო, მკაცრად გამაკრიტიკა მედიამ. „დემოკრატებმა“ ქსენოფობიაში დამადანაშაულეს. რამდენიმე კვირაში კი, რამდენიმე „დემოკრატმა“ თქვა, რომ მე მართალი ვიყავი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.