დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს
დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს.

აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„დილით ადრე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გავესაუბრები“, – დაწერა ტრამპმა.

ამასთან, როგორც ტრამპი აღნიშნავს, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრით იმედგაცრუებულია.

„არ მგონია, რომ ის გაჩერებას აპირებს და ეს ძალიან ცუდია. ეს ბაიდენის ომია. ეს არ მოხდებოდა,  პრეზიდენტი მე რომ ვყოფილიყავი. ასე რომ, იცით, ერთი მხრივ, მე მომიწია ზედმეტად ჩავრთულიყავი და მე ამ ომში გავიჭედე, ისევე როგორც იმიგრაციასა და ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით, რაშიც ისინი ჩაფლავდნენ“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების საუბრის შემდეგ რუსეთმა კიევზე მასირებული იერიში განახორციელა.