დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 500 მილიონი დოლარის ოდენობის გარიგების დადება სურს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 500 მილიონი დოლარის ოდენობის გარიგების დადება სურს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გარიგების დადება სურს. ამის შესახებ ტრამპმა „ნიუ იორკ პოსტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ტრამპის თქმით, მას შეთანხმების დადება სურს, რათა წვდომა ჰქონდეს იშვიათ მინერალებსა და გაზთან უკრაინაში, რის სანაცვლოდაც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ მას უკრაინასთან შეთანხმების დადება სურდა, რომელშიც უკრაინელები იშვიათი მინერალებით იმის გარანტირებას უზრუნველყოფენ, რასაც აშშ აძლევს მათ.