დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ხვალ დილით ნიუ იორკში შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ხვალ დილით ნიუ იორკში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა არ იგეგმებოდა, თუმცა ტრამპმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ხვალ დილით შეხვდება.
„უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრა მთხოვა და მე მას ხვალ დილით, დაახლოებით 09:45 საათზე ტრამპ თაუერში შევხვდები“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, ზელენსკის არ ეთანხმება, მაგრამ სჯერა, რომ შეძლებს შეთანხმების მიღწევას პუტინსა და ზელენსკის შორის.
„მოუთმენლად ველოდები ხვალ ზელენსკის ნახვას. ვნახოთ. ვიცი, რომ არ ვეთანხმები მას. ზელენსკი არ მიცნობს, მაგრამ მე მას არ ვეთანხმები. მხოლოდ ამას ვიტყვი. მჯერა, რომ შევძლებ შეთანხმების მიღწევას პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის, თან საკმაოდ სწრაფად“, – აღნიშნა ტრამპმა.