დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან „კარგი მოლაპარაკებები“ გამართა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან „კარგი მოლაპარაკებები“ გამართა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ის ომში მყოფი ქვეყნების ლიდერებს საფრანგეთის კურორტ ევიანში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში ესაუბრა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მოწოდებას, რომლის მიხედვითაც, ევროპაში აშშ-ის რაკეტები უნდა განთავსდეს, განიხილავს.
„მათ სურთ, რომ ამის გაკეთება შეძლონ. ჩვენ ამას განვიხილავთ“, – თქვა მან.
ამასთან, ჟურნალისტის შეკითხვაზე, ფიქრობს, თუ არა რომ რუსეთ-უკრაინის ომში პასუხისმგებელი პუტინია, პასუხი არ გასცა და აღნიშნა, რომ კონლფიქტის მოგვარებას ცდილობს.
შეკვითხვაზე, გააგრძლეებს თუ არა ვაშინგტონი რუსული ნავთობის სანქცირებას, ტრამპმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას შექმნილი რეალობის მიხედვით მიიღებს.
,,ჩვენ ამას ვაკვირდებით, ვხედავთ, რამდენად დაეცემა ნავთობის ფასი, ის ნამდვილად ეცემა“, – განაცხადა მან.