დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონში, სასტუმრო „ჰილტონში“ მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილს „ქრისტიანები სძულს“
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონში, სასტუმრო „ჰილტონში“ მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილს „ქრისტიანები სძულს“

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპოდენტთა ასოციაციის მიღებაზე მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილს „ქრისტიანები სძულს“.

როგორც ტრამპმა განმარტა, სროლის მოტივი რელიგიური შინაარსის იყო.

„ეს კაცი ავადმყოფია. მის მანიფესტს როცა კითხულობ, ხვდები — ქრისტიანები სძულს. ეს ნამდვილად ასეა. ეს ეხება რელიგიურ საკითხს, ანტიქრისტიანულს“, – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილის ძმამ ნიუ ლონდონის პოლიციას წინასწარ აცნობა მისი განზრახვის შესახებ, მაგრამ ეს ინფორმაცია საიდუმლო სამსახურამდე დროულად არ მისულა.

„ვისურვებდი, ამის შესახებ ცოტა ადრე შეგვეტყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.