დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა.
„დიდი პატივია უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა. ბევრი საკითხი განვიხილეთ. შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კარგი შეხვედრა ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრთანაც.
„ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბიბი ნეთანიაჰუსთან მე და ჩემს წარმომადგენლებს ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა. ცხადია, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.