დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში ყოფილმა ელჩმა, მარი იოვანოვიჩმა საელჩოში მისი ფოტო არ დაკიდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მარი იოვანოვიჩმა უკრაინაში ამერიკის საელჩოში მისი ფოტოს დაკიდებაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ამ ელჩმა, რომელზეც ყველა ამბობს, რომ ის შესანიშნავია, ჩემი ფოტო არ დაკიდა საელჩოში. ის ჩემზე ცუდად საუბრობდა. ის მე არ დამიცავდა. მქონდა ელჩის შეცვლის უფლება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მარი იოვანოვიჩი კონგრესში პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ მოსმენებზე ერთ-ერთი მომხსენებელია.